ახალი ამბები

გიორგი გაბუნიას მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

21 მარტი, 2018 • 2667
გიორგი გაბუნიას მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ მუქარაზე (სსკ-ის 151-ე მუხლი)  გამოძიება დაიწყო. როგორც, ტელეკომაპნია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი ამბობს, ის დაცვით გადაადგილდება, რადგან სოციალურ ქსელებში მისი მისამართით მუქარის შემცველი ტექსტები ვრცელდება:

“იძულებული ვარ, დაცვით გადავაადგილდე, მუდმივ სტრესში მიწევს არა მხოლოდ მუშაობა, უბრალოდ ქუჩაში მოძრაობაც კი. იმიტომ, რომ თუ აქამდე სამსახურში ვიყავი საფრთხის ქვეშ, პირდაპირ მიმანიშნებენ, რომ სახლშიც კი ვერ ვიგრძნობ მე უსაფრთხოდ თავს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. მე ყველანაირი თავისუფლების შეზღუდვას ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ, თუმცა ახლა უბრალოდ არჩევანი არ მაქვს. მე ვალდებული ვარ, არც კი მკითხეს, ისე დამინიშნეს დაცვა” – ამბობს გაბუნია.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

19 მარტს “ქართული მარშის წევრებმა “რუსთავი 2″–თან აქცია გამართეს, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ ეთერში ქრისტეს შესახებ იხუმრა. “ქართული მარშის” 6 წევრის მიმართ პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის მიხედვით გამოძიება დაიწყო, რაც ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ხულიგნობას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი