ახალი ამბები

ილია მეორემ რომის პაპს პაპის ტახტზე არჩევის ხუთი წლისთავი მოულოცა

20 მარტი, 2018 • 2133
ილია მეორემ რომის პაპს პაპის ტახტზე არჩევის ხუთი წლისთავი მოულოცა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ რომის პაპს ფრანცისკეს რომის პაპის ტახტზე არჩევის ხუთი წლისთავი მოულოცა. წერილს საპატრიარქო ავრცელებს.

“დღეს, როდესაც მსოფლიოში ასეთი წინააღმდეგობები და პრობლემებით სავსე სიტუაციაა, თქვენი მოღვაწეობა და მშვიდობისთვის ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის. დიდი სიყვარულით ვისხენებთ თქვენს ვიზიტს საქართველოში და ჩვენს შეხვედრებს. გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს და შემდგომ წარმატებულ წლებს,” – ნათქვამია ილია მეორის მოლოცვაში.

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოში ვიზიტით 2016 წლის 30 სექტემბერს ჩამოვიდა. პაპს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დახვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი