ახალი ამბები

ცნობილი ფემინისტი მამაკაცები [ფოტო]

11 ოქტომბერი, 2013 • • 4925
ცნობილი ფემინისტი მამაკაცები [ფოტო]

“სიტყვა ფემინიზმი ბოლო წლებში რადიკალური იდეოლოგიის აღქმას იწვევს. მაგალითად, მომღერალმა თეილორ სვიფტმა და Yahoo–ს გენერალურმა დირექტორმა მარისა მეიერმა განაცხადეს, რომ ისინი თანასწორობის მომხრე არიან, მაგრამ თავს ფემინისტად არ მიიჩნევენ. თებერვალში, როცა მეიერმა საკუთარი პოზიცია განმარტა, აღნიშნა, რომ მას არ აქვს “მებრძოლი სულისკვეთება” და არც “სამხრეები”, რაც ფემინიზმთან ასოცირდება. არც მე ვარ განსაკუთრებულად მებრძოლი და არც სამხრეებს ვატარებ, მაგრამ მე არა მხოლოდ ფემინისტი, ასევე, კაცი ფემინისტი ვარ. როცა ამას ვამბობ, უცნაურ რეაქციებს ვაწყდები:

“შენ ხომ კაცი ხარ, ეს წინააღმდეგობაში არ მოდის? მოიცა, მამაკაცებს შეუძლიათ იყვნენ ფემინისტები?” მე კი ვაცხადებ, რომ ჩემთვის ფემინიზმი, ეს არის თანასწორობის რწმენა, მე მწამს, რომ ქალი და კაცი არიან და უნდა იყვნენ თანასწორნი, მაგრამ ჩვენ არ გვეპყრობიან თანაბრად დღეს,”– წერს იგი.

ცნობილ ფემინისტ მამაკაცებში დასახელებულია დალაი ლამა, ჯონ ლეჯენდი, უორენ ბაფეტი და სხვები:


1. ჯიმი კარტერი, ამერიკის შეერთებული შტატების 39–ე პრეზიდენტი

კარტერი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ადამიანის უფლებების აქტიური დამცველი გახდა. მაისში კარტერის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას მან ყველაზე ვრცლად ქალთა უფლებებზე ისაუბრა. ახლა კი სურს ქალების შესახებ წიგნი გამოსცეს. წიგნის შესახებ აშშ–ის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიუ–იორკ თაიმსთან ისაუბრა:

“დარწმუნებული ვარ, რომ ქალების და გოგონების წინააღმდეგ დისკრიმინაცია მსოფლიოს ყველაზე სერიოზული, გავრცელებული და მეტწილად იგნორირებული ძალადობაა ადამიანის უფლებებში”.

2. დევიდ კემერონი, ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი

როდესაც ბრიტანეთის “Channel 4”-ის წარმომადგენელმა ჯონ სნოუმ პრემიერ–მინისტრს ჰკითხა, იყო თუ არა ის ფემინისტი, დევიდ კემერონმა უპასუხა:

“თუ ეს გულისხმობს თანაბარ უფლებებს ქალებისთვის და თქვენ ამას გულისხმობთ კითხვაში, დიახ, მე ფემინისტი ვარ”.

3. ჯოზეფ გორდონ ლევიტი, მსახიობი

“მე დედამ გამზარდა, როგორც ფემინისტი. ის 60–70-იანი წლების მოძრაობის აქტიური წევრი იყო. ჰოლივუდის კინოინდუსტრიამ  გრძელი გზა გაიარა, მას სექსიზმის ცუდი ისტორიაც აქვს, თუმცა ეს არ არის სრული გზა ჯერ კიდევ”,– განაცხადა მსახიობმა ინტერვიუს დროს სანდენსის ფილმების ფესტივალზე.

4. მუჰტარ კენტი, კოკა–კოლას აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე

2010 წელს მუჰტარ კენტმა იელის უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა:

“ვიტყოდი, რომ პოსტამერიკული მსოფლიოს წინამძღოლი არ იქნება ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია ან რომელიმე ერი. ნამდვილი წინამძღოლები იქნებიან ქალები – ქალი ლიდერები, მეწარმეები, პოლიტიკური, აკადემიური და კულტურული ლიდერები, ქალი გამომგონებლები. სიმართლე ის არის, რომ ქალები უკვე არიან ყველაზე სწრაფად მზარდი, დინამიკური ეკონომიკური ძალა დღევანდელ მსოფლიოში”.

5. უორენ ბაფეტი, ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და ფილანტროპი

“ქალებმა არასდროს უნდა დაივიწყონ, რომ ძლიერ და გარეგნულად თავდაჯერებულ მამაკაცებს ახასიათებთ იყვნენ ოზის ჯადოქარზე მეტი, მაგრამ გადაწიეთ ფარდა და ნახავთ, აღმოაჩენთ, რომ არავითარი სუპერგმირები ისინი არ არიან– ჰკითხეთ მათ ცოლებს!” – წერს ბაფეტი “Fortune”–ში გამოქვეყნებულ ოპედში, 2013 წლის მაისში.

6. ჯონ ლეჯენდი, მომღერალი

2013 წლის ივნისში ამერიკელი მომღერალი ჯონ ლეჯენდი ბრიტანეთში იმყოფებოდა. სცენაზე გასვლამდე მან პრესკონფერენცია გამართა:

“ყველა კაცი ფემინისტი უნდა იყოს. მსოფლიო უკეთესი ადგილი იქნება, თუ მამაკაცები ქალთა უფლებების საკითხებზე იზრუნებენ”.

7. დალაი–ლამა

“მე ჩემს თავს ფემინისტს ვუწოდებ. ასე არ ჰქვით მათ, ვინც ქალთა უფლებებისთვის იბრძვის?” – განაცხადა დალაი–ლამამ საერთაშორის თავისუფლების ჯილდოს მიღებისას წარმოთქმულ სამადლობელ სიტყვაში, 2009 წელს, ეროვნული სამოქალაქო უფლებების მუზეუმში.

დალაი–ლამა
დალაი–ლამა

მასალების გადაბეჭდვის წესი