ახალი ამბები

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს

20 მარტი, 2018 • 2696
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს. როგორც Le Monde იტყობინება, საქმე ეხება 2007 წელს ნიკოლა ნარკოზის საპრეზიდნეტო კამპანიის უკანონო დაფინანსებას ლიბიის ხელისუფლების მიერ. ამ დროს ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი იყო.

სარკოზი ქალაქ ნანტში იმ დროს დააკავეს, როდესაც მას ანტიკორუფციული განყოფილების თანამშრომლები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კითხავდნენ.

ფრანგმა ჟურნალისტებმა 2012 წელს გამოაქვეყნეს ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნიკოლა სარკოზიმ კადაფის რეჟიმის მხრიდან კამპანიის დასაფინანსებლად ათეულობით მილიონი დოლარი მიიღო. ამ საკითხს სამართალდამცავები უკვე წლებია იძიებენ.

ნიკოლა სარკოზის საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი 2007-2012 წლებში ეკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი