ახალი ამბებიეკონომიკა

მარკ ცუკერბერგმა ერთ დღეში რამდენიმე მილიარდი დაკარგა

20 მარტი, 2018 • 2711
მარკ ცუკერბერგმა ერთ დღეში რამდენიმე მილიარდი დაკარგა

Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში $6.06 მილიარდით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ორშაბათს, 19 მარტს, კომპანიის აქციების ფასი დაეცა. სოციალური მედიის გიგანტის აქციები 8%-ით გაუფასურდა. განსხვავებულ ფინანსურ დანაკარგზე საუბრობს Bloomberg. გამოცემის ინფორმაციით, Facebook-ის დამფუძნებლის დანაკარგი  $4.9 მილიარდია.

CNBC წერს, რომ Facebook-ის აქციების გაუფასურება ერთ-ერთი კომპანიის, Cambridge Analytica -ის მიერ 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის უნებართვოდ გამოყენების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია.

The Fortune-ის თანახმად, Cambridge Analytica 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დონალდ ტრამპისთვის მუშაობდა და კომპანიამ სოციალური ქსელების მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია არამიზნობრივად გამოიყენა. წინასაარჩევნების პერიოდში Cambridge Analytica  დონალდ ტრამპის Facebook რეკლამაზე მუშაობდა. ამ პერიოდში შეიქმნა აპლიკაცია, სახელწოდებით “ეს არის შენი ციფრული ცხოვრება”. აპლიკაცია მომხმარებელს სთხოვდა, ფსიქოლოგიური პორტრეტის შესაქმნლად კითხვებზე ეპასუხა. შემდეგ ამ ინფორმაციას Cambridge Analytica  Facebook-ის თანხმობის გარეშე იყენებდა. 2015 წელს აპლიკაცია Facebook-მა დაბლოკა.

პარასკევს Facebook-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ Cambridge Analytica-თან და მის შვილობილ კომპანია “სტრატეგიული კომუნიკაციების ლაბოტარორიასთან” ყველანაირ კავშირს წყვეტს.

დანაკარგის მიუხედავად, CNBC -ის ინფორმაციით, მარკ ცურკერბერგს  Forbes-ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მე-4 პოზიცია არ დაუკარგავს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი