ახალი ამბები

თეთრი სახლი: რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ გავუოცებივართ

20 მარტი, 2018 • 1986
თეთრი სახლი: რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ გავუოცებივართ

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით ვაშინგტონი გაოცებული არ არის. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ ჰოგან გიდლიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიდლის თქმით, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს  ვლადიმერ პუტინისთვის გამარჯვება არ მიულოცავს და მათ შორის არც სატელეფონო საუბარი არ შემდგარა.

“ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას რუსეთთან ურთიერთობისათვის და დიდ ფასსაც დავაწესებთ, თუ რუსეთი ჩვენს ინტერესებს დაემუქრება. თუმცა ვეცდებით, ადგილი გამოვნახოთ ერთობლივი მუშაობისთვისაც, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით”, – აღნიშნა მან და დაამატა:

“შედეგებით გაოცებულნი არ ვართ”.


რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასე გამოიყურება:

  • ვლადიმერ პუტინი – 76,66 %;
  • პაველ გრუდინინი – 11,80 %;
  • ვლადიმერ ჟირინოვსკი – 5,66 %;
  • ქსენია სობჩაკი – 1,67 %;
  • გრიგორი იავლინსკი – 1,04 %;
  • ბორის ტიტოვი – 0,76 %;
  • სერგეი ბაბურინი – 0,68 %;
  • მაქსიმ სურაიკინი – 0,65 %.

მასალების გადაბეჭდვის წესი