ახალი ამბები

გვარამიას განცხადება “ქართულმა მარშმა” ბოდიშად მიიღო, “ქართულმა იდეამ” და მმკ-მ – არა

19 მარტი, 2018 • 8251
გვარამიას განცხადება “ქართულმა მარშმა” ბოდიშად მიიღო, “ქართულმა იდეამ” და მმკ-მ – არა

რუსთავი 2-ის შენობასთან კვლავ რჩებიან სხვადასხვა ნაციონალისტური ჯგუფებისა და მათი ახალგაზრდული ფრთების წარმომადგენლები, მათ შორის, “ქართული მარშისა” და “ქართული იდეის” წევრებიც.

როგორც “ქართული იდეის” ლიდერმა გეგა ხვედელიძემ განაცხადა, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება არ იყო ბოდიშის მოხდა გიორგი გაბუნიას “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე”, რის გამოც აგრძელებენ საპროტესტო აქციას.

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე კი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას განცხადება ბოდიშად მიიღეს, ნაგრამ მაინც რჩებიან ადგილზე ინფორმაციის მისაღებად. მისი თქმით, “მარშის” 2 წევრს ვერ პოულობენ და ვარაუდობს, რომ შესაძლოა ისინიც დაკავებულები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამიას თქმით, რ2 აქციის დღევანდელ მონაწილეებს ბოდიშს არ უხდის.

სანდრო ბრეგაძემ ასევე დააანონსა 21:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი ე.წ. ქართული მარშის ოფისში.

რ2-ის შენობასთან ასევე მოვიდნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ლიდერები, მღვდლების ნაწილი. მღვდლები ნიკოლოზ ჩხიკვაძე და დავით ისაკაძეც არ იღებენ ბოდიშად ნიკა გვარამიას განცხადებას.

მმკ რუსთავი 2-ისთვის მაუწყებლის შეჩერებას ითხოვს.

ჯგუფებმა საერთო თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ როგორმე ერთი აზრის ირგვლივ გაერთიანდნენ და საბოლოოდ რუსთავი 2-ის დახურვისთვის განაგრძონ ბრძოლა.

ქართული მარშის, ქართული იდეის და მმკ-ს წევრები რუსთავი 2-თან. 19.03.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია არხის სახელით ბოდიშს იხდის გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო. როგორც გვარამია ამბობს, განცხადება მორწმუნეების პირად რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდა, რაც არხის სარედაქციო პოლიტიკას ეწინააღმდეგება:

“არხის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით, თუმცა ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც დღეს აქ იყვნენ. ეს ადამიანები არ განიხილებიან ჩვენ მიერ ქრისტიანებად, არცერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენ მიერ ქრისტეს მიმდევრად. შესაბამისად, ამ ადამიანებს, ცხადია, არ ვგულისხმობთ. დღეს დილიდან რუსთავი ორის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირების რელიგიური გრძნობების შელახვას გიორგი გაბუნიას განცხადებების გამო და ყველას შევახსენებ, რომ ქრისტე არ არის მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრება, იგი ყველა ქრისტიანული კონფესიის საკუთრებaა და მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ლახავს ყველა ქრისტიანული კონფესიის წევრის პირად რელიგიურ გრძნობებს” – თქვა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.

ნიკა გვარამის თქმით, აღნიშნული საკითხი განიხილა ტელეკომპანიის ეთიკის კომისიამ და გიორგი გაბუნიას საყვედური გამოუცხადეს:

“ეთიკის კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და გადაწყვეტილება მიიღო, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საყვედური გამოეცხადოს იმის გამო, რომ მისი აზრის გმაოხატვა ლახავდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს. მით უფრო იმ გარემოებაში, როცა ამის ლეგიტიმური და კრიტიკული საფუძვლები არ არსებობს, აღნიშნული ქმედებისგან ჟურნალისტმა თავი უდნა შეიკავოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენს ორგანიზაციაში ამგვარი განცხადებების განხილვა მოხდა”, – ამბობს გვარამია.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექოტირ ნიკა გვარამია ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, გიორგი გაბუნიას განცხადება სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში. შესაბამისად, ტელეკომპანია ვერ და არ აიძულებს ჟურნალისტს, ბოდიში მოიხადოს:

“საკუთარ პოზიციას იგი დააფიქსირებს,  თუ ამას საჭიროდ ჩართვლის. არხს შეუძლია მხოლოდ საკუთარი სარედაქციო დამოკიდებულება გამოხატოს, თუმცა ის ვერ და არც აიძულებს ჟურნალისტს, გამოხატოს საკუთრი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ბოდიში მოიხადოს და ა.შ.” – ამბობს გვარამია.

“ქართულმა მარშმა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას მიერ გუშინ ტელეარხის ეთერში გასულ ხუმრობას აპროტესტებენ. ჟურნალისტმა აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას აღნიშნა: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგო”.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარი ძალადობის დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან „ქართული მარშის“ აქტივისტები. პარალელურად, გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვითაც.

თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანიის შენობის წინ, ე.წ. ართული მარშის აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. მათ ალყა შემოარტყეს ავტომობილს, რომელშიც გიორგი გაბუნია (რ2-ის წამყვანი) და თამთა მურადაშვილი (იურისტი) იმყოფებოდნენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, “ქართული მარშის” წარმომადგენლებმა დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და ტელეარხის იურისტი თამთა მურადაშვილი იმყოფებოდნენ.

“გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა „კურიერის“ ჟურნალისტზე, დავით ერაძეზე. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების სამსახურიც, რომელმაც დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული,” – ნათქვამია რ2-ის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიე

მასალების გადაბეჭდვის წესი