ახალი ამბები

რუსთავი 2 “ქართული მარშის” აქციაზე: ნაცემია კურიერის ჟურნალისტი

19 მარტი, 2018 • 3962
რუსთავი 2 “ქართული მარშის” აქციაზე: ნაცემია კურიერის ჟურნალისტი

“ქართულმა მარშმა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას მიერ გუშინ, ტელეარხის ეთერში გასულ ხუმრობას აპროტესტებენ. ჟურნალისტმა აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას აღნიშნა: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგო”.

მომხდარს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ეხმაურებიან. მათი თქმით, “ქართული მარშის” წარმომადგენლებმა  დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და ტელეარხის იურისტი თამთა მურადაშვილი იმყოფებოდნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აქციაზე სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს.

“გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა „კურიერის“ ჟურნალისტზე, დავით ერაძეზე. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების სამსახურიც, რომელმაც დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული,” – ნათქვამია განცხადებაში.

არხის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით განცხადებას სამაუწყებლო კომპანიის დირექტორი 18:00 საათზე გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი