ახალი ამბები

ვაკეში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

19 მარტი, 2018 • 3902
ვაკეში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ავარიის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ჯიპთან დაჯახების შემდეგ მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა. ორივე დაშავებული მსუბუქ ავტომობილში ისხდნენ.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მხულის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი