ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში პუტინის მხარდამჭერთა წილი რუსეთზე მეტია

19 მარტი, 2018 • 1685
აფხაზეთში პუტინის მხარდამჭერთა წილი რუსეთზე მეტია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის სემიონ გრიგორიევის განცხადებით, აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 94,1%-მა [34 ათასზე მეტი]  მხარი ვლადიმერ პუტინს დაუჭირა.

ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიასთან შედარებით აფხაზეთში პუტინს  დაახლოებით 20%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი.

18 მარტს, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების დღეს, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეობის მქონე ამომრჩევლისთვის 20 საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი.

არჩევნებში ხმა მისცა ასევე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდეტნმა რაულ ხაჯიმბამ, რომელმაც მედიასთან საუბარში თქვა, რომ ხმა რუსეთის “ძლიერ კანდიდატს” მისცა.

“ვფიქრობ, რუსეთში ძლიერი ხელმძღვანელი უნდა იყოს. ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც იქნება. რუსეთი უნდა იყოს ძლიერი არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკურ და სხვა დანარჩენ მიმართულებებში”, – განაცხადა ხაჯიმბამ.

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზეც ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმაც მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი