ახალი ამბები

ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის იმპორტი აიკრძალა

19 მარტი, 2018 • 2671
ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის იმპორტი აიკრძალა

2018 წლის პირველ ივნისამდე საქართველოში თურქეთიდან კარტოფილის შემოტანა აიკრძალება. მთავრობის განკარგულების თანახმად, თურქეთიდან კარტოფილის შემოტანის დროებითი აკრძალვა კარტოფილის კიბოს თავისუფალ ტერიტორიაზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოხდა.

“ეს დადგენილება პრევენციული ხასიათისაა კარტოფილის კიბოს რისკის თავიდან აცილებისთვის. ეს დროებითია და პირველად არ ხდება ასეთი შეზღუდვის დაწესება. კარტოფილის კიბო საკარანტინო ორგანიზმია, რომელიც თურქეთში ფიქსირდება. შესაბამისად, სანამ ქვეყანაში კარტოფილის თესვის პერიოდია, გარკვეული შეზღუდვა იმპორტზე სამი თვით წესდება,”-აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კარტოფილის კიბო კარტოფილის ყველაზე სერიოზულ დაავადებად ითვლება. ამ პერიოდში მცენარის ყველა ორგანო  ავადდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი