ახალი ამბები

სტეფანწმინდაში ვერტმფრენი 2700 მეტრზე დაფრენისას დაზიანდა

19 მარტი, 2018 • 1245
სტეფანწმინდაში ვერტმფრენი 2700 მეტრზე დაფრენისას დაზიანდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, დღეს, 19 მარტს, ავიაკომპანია “ავიასერვისის”  მართვაში მყოფი ვერტმფრენი AS 350, რომელიც ასრულებდა ფრენებს სტეფანწმინდის რაიონის ართმხოს ხეობაში,  2700 მეტრ სიმაღლეზე დაფრენისას დაზიანდა. უწყების ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელია მიზეზი. ვერტმფრენის მფრინავი და ბორტზე მყოფი მგზავრები არ დაშავებულან.

მომხდარ საავიაციო შემთხვევას იკვლევს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.

სამინისტროს ცნობით, ამ წუთებში გუდაურიდან ართმხოს ხეობაში მიემგზავრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. მისი განცხადებით, ვერტმფრენის ყველა მგზავრი სრულიად უვნებელია და მიმდინარეობს მოკვლევა მომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად

მასალების გადაბეჭდვის წესი