ახალი ამბები

ურეკში ხის კოტეჯში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

19 მარტი, 2018 • 1061
ურეკში ხის კოტეჯში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დღეს დილით ურეკში ხის კოტეჯი დაიწვა, რის შედეგადაც 90 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი