ანონსი – 19 მარტი

წარმოგიდგენთ 19 მარტს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

10:00 საათზე, საია გამართავს პრესკონფერენციას სალომე ტატიშვილის საქმეზე. მისამართი: კახიძის #15 საქმის შესახებ. 14:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასმართლოში ამავე საქმეზე სხდომაა ჩანიშნულია. საიას ცნობით, დილით, პრესკონფერენციაზე მოკლედ შეაჯამებენ იმ სამართლებრივი პრობლემებს, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენში იკვეთება. მოკლე ინფორმაცია საქმეზე: 2016 წლის 10 იანვარს 12 წლის სალომე, დებთან, სპორტ-სკოლის მწვრთნელთან და სხვა მოსწავლეებთან ერთად სრიალებდა, რა დროსაც ზურგიდან შეეჯახა გიორგი ლიპარტელიანი. შეჯახების შედეგად სალომე ადგილზე გარდაიცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 29 დეკემბერს განაჩენით ბრალდებული გაამართლა. აღნიშნულ საქმეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაზარალებული მხარის ინტერესებს გამოძიების ეტაპიდან იცავს.

10:30 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება. იხილეთ დღის წესრიგი. ადგილი: თბილისის პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

11:00 საათზე, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ქალაქ თელავში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ახალ საგადასახადო ინიციატივას გააცნობს. მისამართი: თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ერეკლე II მოედანი #7. მედიის შეკრების დრო: 10:30 საათიდან.

11:00 საათზე, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში ჩატარდება ბულინგის პრევენციისკენ მიმართული პროგრამის შედეგების პრეზენტაცია. მისამართი: ჭოველიძის N10. საკონტაქტო პირი: ანა ტოკლიკიშვილი – 595221999.

11:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2018-2030 წლების სტრატეგიისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართება. იხილეთ დღის წესრიგი. ადგილი: სასტუმრო „თბილისი რუმსი“, მერაბ კოსტავას ქ. N14.

11:00 საათზე, ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი და მიკაელ კადიევის ადვოკატი მალხაზ პატარაია, კანცელარიაში საჩივარს შეიტანენ მიკაელ კადიევის თავშესაფრის მაძიებლის სტატუსთან დაკავშირებით, რომლის ექსტრადირებასაც ითხოვს რუსეთი.

11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის, დიმიტრის სილურისის შეხვედრაა დაგეგმილი. ადგილი: თბილისის პარლამენტი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

12:00 საათზე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშს წარმოადგენს.

12:00 სათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. იხილეთ დღის წესრიგი. ადგილი: თბილისის პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

12:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. იხილეთ დღის წესრიგი. ადგილი: თბილისის პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

12:15 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის, დიმიტრის სილურისის ერთობლივი განცხადება პრესისთვის. ადგილი: თბილისის პარლამენტი, B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ).

15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ადგილი: თბილისის პარლამენტი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

16:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. იხილეთ დღის წესრიგი. ადგილი: თბილისის პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

17:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. იხილეთ დღის წესრიგი. ადგილი: თბილისის პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული).

18:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ნაძალადევის N17 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, სოფო კილაძისა და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, ზღვის უბნის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, გაიმართება ბავშვთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, სახელწოდებით: ბავშვები ბავშვებისთვის. იხილეთ პრესრელიზი. ადგილი: კულტურის ცენტრი არტ-ჰოლი. მისამართი: თბილისი, ც. დადიანის N26).

19:00 საათზე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში, გაიმართება პერფომანსი „47=46 „ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღი“ და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობების ერთობლივი წარმოდგენა. მისამართი: ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი; თბილისი, აღმაშენებლის გამზ.101/1.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.