ახალი ამბები

ბექაურის თქმით, ზაზა შათირიშვილი თავისუფლების ხარისხით ყველა სხვა კანდიდატს აღემატება

19 მარტი, 2018 • 2255
ბექაურის თქმით, ზაზა შათირიშვილი თავისუფლების ხარისხით ყველა სხვა კანდიდატს აღემატება

შეკითხვაზე, რეალურად რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, დაუჭერდა თუ არა მხარს ზაზა შათირიშვილის წევრობას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, კახა ბექაურმა უპასუხა, რომ – კი, აუცილებლად.

ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა გადაცემა იმედის კვირის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„რაც შეეხება ზაზა შათირიშვილს, მოკლედ ვიტყვი, რადგან ზაზას ჩემი ლობირება და მხარდაჭერა არ სჭირდება, მე ვუყურე გასაუბრებას და იქაც ამოყირავებულია ვითარება, ვერ გაიგეს იმ ადამაინებმა, ვინც გასაუბრებას ატარებს, რომ ეს არ არის დაკითხვა და არც გამოცდა.

მთელ მსოფლიოში და კანონდებლობითაც ასეა გაწერილი, რომ ბორდის კანდიდატები ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ, მთავრი არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი, შესაბამისად, ბორდის წევრების თავისუფლების ხარისხი უნდა იყოს ძალიან მაღალი, სხვანაირად ისინი არხის დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფენ. ზაზა შათირიშვილს აქვს თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალი, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ზაზა ამ მიმართულებით ყველაზე ძლიერია.

მეორე ვალდებულება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაა, კულტურულ საგანმანათლებლო მიმართულება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაუწყებლისთვის, რადგან ამ ტიპის და ამ შინაარსის გადაცემებს კერძო მაუწყებლები არ აკეთებენ. ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებვლის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს კულტურულ საგანმანათლებლო მიმართულება და ამ მიმართულებითაც ზაზა შათირიშვილს რომ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია მაუწყებლისთვის, ეს საკამათო არ არის“. – განაცხადა „იმედის კვირის“ ეთერში კომუნიკაცისების კომისიის თავმჯდომარემ.

ბექაურის თქმით, მას, როგორც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ქვეყანაში მედიაპოლიტიკის განმსაზღვრელია, სრული უფლება აქვს აღნიშნულ თემაზე აზრი დააფიქსიროს. კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა ბორდის წევრობის ერთ-ერთ კანდიდატ ზაზა შათირიშვილზე, რომლის ლობირებასაც სწორედ მას აბრალებენ.

„როცა რომელიმე თვითმარქვია ჟურნალისტი ამბობს, რომ მე არ მაქვს უფლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს დავურეკო და დაველაპრაკო, ეს გასაგებია, მაგრამ, როცა იგივეს ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, აქ უკვე არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო. როგორც ჩანს, ერთნაირი კომპეტენცია აქვთ ამ საკითხებში. მათ რომ ამ საკითხში ოდნავი კომპეტენცია ჰქონდეთ და იცოდნენ ევროპული მაგალითები, ამას ნამდვილად არ იტყოდნენ. კომისიის თვამჯდომარეს არათუ საჯაროდ შეუძლია აზრის გამოთქმა ბორდის კანდიდატზე, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებსა და ა. შ, არამედ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და ლატვიაში, არათუ მსჯელობს კომისია ამ თემებზე, არამედ პირდპაირ ნიშნავს მათ, ამის პრაქტიკაც არსებობს. ამიტომ ის, რომ მედი პოლტიკის შემქნელ ორგანოს არ აქვს უფლება რომ შეხვდეს ტელევიზიის დირექტორს – აზრს მოკლებულია, აბა, როგორ უნდა გავიგოთ ის პრობლემები, რაც მედიაში არსებობს, თუ მათ ხელმძღვანელებს არ ველაპარკეთ“. – განაცხადა „იმედის კვირის“ ეთერში კახა ბექაურმა.


ევროპული საქართველოს წევრის, თამარ კაკაბაძის ინფორმაციით, 26 იანვარს შედგა შეხვედრა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე,  გენპროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ბიგვავა და GNCC-ის თავმჯდომარე კახა ბექაური ზაზა შათირიშვილის მაუწყებლის ბორდში გაყვანაზე მსჯელობდნენ.

“ფოტომასალა მაქვს, სადაც, ისინი ერთად სხედან, ესეც გადავიღე მხოლოდ იმიტომ, რომ მოვისმინე მათი საუბარი, რომ მათ ზაზა შათირიშვილი უნდა “გაქაჩონ” საზოგადოებრვი მაუწყებლოს ბორდში. საუბარი იყო ხელფასზე, საუბარი იყო იმაზე, რომ მისი კანდიდატურის წინააღმდეგი იქნება “ქართული ოცნების” ერთ დაჯგუფება – კალაძის ფრთა, ისინი საკუთარ თავს განიხილავდნენ, როგორც მეორე ფრთას, საუბრობდნენ, თვითონ ბორდში ვინ შეიძლება ყოფილიყო წინააღმდეგი, ვინ – მომხრე. მაღლაფერიძე პირდაპირ იძახდა, რომ შათირა არის მათი გუნდის წევრი, ბექაური ასევე ჩართული იყო ამ საუბრებში. ის უფრო განიხილავდა, ბორდის წევრებიდან ვინ შეიძლება ყოფილიყო მომხრე, შანსებზე საუბრობდა. ბიგვავა იყო ჩუმად, რასაც შევესწარი, ხოლო ნაცვლიშვილი კალაძის დაჯგუფებაზე საუბრობდა,” – განაცხადა თამარ კაკაბაძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნულ საკითხზე საუბარი”რუსთავი 2″-თან უარყო.
“როგორ შეიძლება ვლობირებდე, თუნდაც მინდოდეს? შათირიშვილთან მე მაქვს ძალიან კარგი პოზიცია იმიტომ, რომ მგონია, ერთი გონიერი ადამიანია საქართველოში, მაგრამ კენჭს თუ იყრის და არ იყრის, ეს მისი გადასაწყვეტია,” – განაცხადა მაღლაფერიძემ.
კახა ბექაურმა კი “რუსთავი 2”-ს უთხრა, რომ მაღლაფერიძესა და სხვა პირებს ბოლო 1-2 თვის განმავლობაში, შესაძლოა, ბევრ საკითხზე შეხვდა, თუმცა, უარყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის კანდიდატებზე ისაუბრა.
შეხვედრის ამსახველი ფოტოს გავრცელების შემდეგ ბექაურმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სიის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა, ეს საკითხი უყურადღებოდ აღარ დატოვოს და კანდიდატების შესახებ მოსაზრება გაუზიაროს საზოგადოებასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.
ლაშა ნაცვლიშვილმა ღიად დაუჭირა მხარი შათირიშვილის კანდიდატურას.
“თქვენ მხოლოდ რამდენიმე კვირის წინანდელ შეხვედრაზე თუ მივუთითებთ, იმის მერეც შევხვდი რამდენჯერმე… ძალიან ხშირად ვხვდები მეგობრებს და ახლა გინდათ, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების ურთიერთობა დაუკავშიროთ პოლიტიკას? ყველა ადგილი, რაც კი საზოგადოებაში არსებობს, სადაც ზაზა იქნება ასარჩევი, ყველაფერს ვემხრობი და მხარს დავუჭერ,” – განაცხადა ლაშა ნაცვლიშილმა “რუსთავი 2-თან” საუბრისას.
მაკო ბიგვავას კომენტარი არ გაუკეთებია.
საზმაუს ბორდში ზაზა შათირიშვილის კანდიდატურას კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეყრება. ის კენჭისყრაზე კანდიდატურად მმართვლემა გუნდა დაასახელა ია მამალაძესა და მალხაზ ასლამაზაშვლთან ერთად.
ზაზა შათირიშვილი კონცეფციას საზმაუს თაობაზე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი