ახალი ამბებიგართობახელოვნება

2018 წლის ივლისში “Cigarettes After Sex” თბილისში ჩამოვა

18 მარტი, 2018 • 34122
2018 წლის ივლისში “Cigarettes After Sex” თბილისში ჩამოვა

 

 

ცნობილი მუსიკალური ჯგუფი Cigarettes After Sex 2018 წლის ივლისში თბილისში აპირებს ჩამოსვლას. ამის შესახებ ჯგუფმა ოფიციალურ ინსტაგრამის გვერდზე ერთ-ერთი მსმენელის კითხვას უპასუხა.

Cigarettes After Sex საქართველოში არ ჩამოჰყავს ალტერვიჟენ ჯგუფს, რომელიც მუსიკალური ფესტივალის Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორია. კონკრეტულად, როდის და სად გამართავს ჯგუფი თბილისში კონცერტს, ამ ეტაპზე არ ვიცით. როგორც კი გავიგებთ დამატებით დეტალებს, მაშინვე გაცნობებთ.

Cigarettes After Sex ამერიკული ჯგუფია ტეხასიდან, Ambient Pop-ის განხრით. მათ ჟანრში შედის, ასევე: Dream pop და Slowcore. ჯგუფი 2008 წელს დაარსდა და ის ოთხი მუსიკოსისგან შედგება. ბენდის დამფუძნებელი და ლიდერია ვოკალისტი გრეგ გონზალესი. მასვე აბარია ელექტრ გიტარა, აკუსტიკური გიტარა და ბასი.

23 მარტიდან 1 მაისამდე ჯგუფს ამერიკის ფარგლებში აქვს ტურნე. 15 მაისიდან 28 მაისამდე ისინი ვენაში, ბერლინში, ჰამბურგში, ლუქსემბურგში, დუბლინში, ლონდონში, პარიზსა და ციურიხში გამართავენ კონცერტებს. 11-12 ივნისს Cigarettes After Sex სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვს ესტუმრება, ხოლო ხოლო 14 ივნისს კიევში გამართავს კონცერტს.

Cigarettes After Sex-ის მუსიკის მოსმენა ჯგუფის ოფიციალურ იუთუბის არხზე შეგიძლიათ.

ამბის გაგრძელება:

ოფიციალურად დადასტურდა, რომ Cigarettes After Sex 27 ივლისს ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, Summer Set-ის ფარგლებში ჩამოდის თბილისში. მასთან ერთად, თბილისში ასევე ჩამოდიან ისეთი ცნობილი ჯგუფები, როგორებიც არიან: WhoMadeWho და Koreless.

 

Cigarettes After Sex, WhoMadeWho და Koreless 27 ივლისს თბილისში ჩამოვლენ

ამბის გაგრძელება:

თბილისში, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის პავილიონში, Summer Set-ის საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა, რომლის ჰედლაინერებიც იყვნენ ცნობილი ამერიკული ჯგუფი Cigarettes After Sex და დანიური ტრიო WhoMadeWho.

Cigarettes After Sex მსმენელის წინაშე ერთსაათიანი პროგრამით წარსდგა. ამერიკულმა ჯგუფმა თითქმის ყველა ჰიტი შეასრულა, მათ შორის: Nothing’s Gonna Hurt You Baby, Affection და Keep On Loving You, ხოლო Please Don’t Cry სპეციალურად ფანებისთვის დაუკრა.

თბილისში, SET FEST-ზე Cigarettes After Sex-მა და WhoMadeWho-მ დაუკრეს [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი