ახალი ამბები

ნიკა გვარამია აპირებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე პრეზიდენტს ესაუბროს

17 მარტი, 2018 • 1596
ნიკა გვარამია აპირებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე  პრეზიდენტს ესაუბროს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, აპირებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე სასაუბროდ საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

13 მარტს ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს ე.წ. მატროსოვის ციხეში შეხვდა. “ნეტგაზეთი”  ნიკა გვარამიას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა: მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე გიორგი მამალაძის ადვოკატი არ არის, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა დეკანოზს სამართლებრივად დაეხმაროს.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას ბრალად პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის მკვლელობის მომზადება ედება. დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“. “ციანიდის საქმეზე” ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე 13 თებერვალს სააპელაციო სასამართლომაც  დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი