ახალი ამბები

პატრონმა საკუთარი კატა ბაწრით მომხრჩვალი იპოვა

17 მარტი, 2018 • 12334
პატრონმა საკუთარი კატა ბაწრით მომხრჩვალი იპოვა

დღეს გარდაბნის რაიონ სოფელ თელეთში პატრონმა საკუთარი კატა ბაწრით მომხრჩვალი იპოვა. სალომე გოგიშვილი ერთი წლის ელის ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა.

[red_box]ნეტგაზეთის სიახლეები ცხოველთა დაცვაზე[/red_box]

როგორც სალომე ამბობს, მოკლული კატა სახლის წინ, ნაგვის ურნებთან ნახა. მისი თქმით, სოფელ თელეთში ეს არ არის კატის მოკვლის პირველი შემთხვევა და მსგავსი სურათს ხშირად ხედავს.

სალომე გოგიშვილს ჯერჯერობით არ მიუმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მაგრამ, როგორც ნეტგაზეთს განუცხადა, აუცილებლად აპირებს პოლიციაში განცხადების შეტანას. კატის პატრონი მისი კატის მკვლელის დასჯას მოითხოვს.

“დღეს დილით ჩემი კატა, რომელიც ისეთი სითბოთი გავზარდე, თქვენთვის იმის მეასედსაც რომ არ გავიმეტებ, ვიპოვე დამხრჩვალი. ვერ აღვწერ, რა დამემართა. აუცილებლად გავიგებ ვინ გააკეთა და აუცილებლად ვაცნობებ შესაბამის სამსახურებს,” – აცხადებს სალომე გოგიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილია სოციალური ქსელიდან, თუმცა უწყებაში პატრონის განცხადებით მიმართვას ელოდებიან. სავარაუდოდ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით აღიძრება, რაც ცხოველის წამებას გულისხმობს, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

პატრონმა საკუთარი კატა ორდღიანი ძებნის შემდეგ სახლის წინ ბაწრით მომხრჩვალი იპოვა

25 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პატრონმა ლოტკინის დასახლებაში საკუთარი ლეკვი დანაწევრებული იპოვა, ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებ კანონის გამკაცრების მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი