ახალი ამბები

გუდაურში მომხდარის გამო საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა

17 მარტი, 2018 • 1598
გუდაურში მომხდარის გამო საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა

ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოში ცნობილი ექსპერტული კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექპერტთა ჯგუფი ჩამოვა. მისი თქმით,  კომპანიის ექსპერტები დამოუკიდებელ დასკვნას მოამზადებენ და პროკურატურას მიაწვდიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი დასკვნა დაიდოს და დასკვნა არ იყოს მხოლოდ მწარმოებლის ან ქართული მხარის მიერ გაკეთებული“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბიურო ვერიტასი ფრანგული კომპანიაა, რომლის ერთ-ერთი საქმიანობა შემოწმება და სერტიფიცირებაა. კომპანიის ინფორმაციით, ბიურო ვერიტასს მსოფლიოს 140 ქვეყნაში წარმომადგენლობა ჰყავს. კომპანიის 2017 წლის შემოსავალი მათივე ინფორმაციით, 4 მილიარდ ევროს აჭარბებს.

გუდაურის საბაგირო ავსტრიულმა კომპანია დოპელმაიერმა ააშენა. კომპანიის წარმოამდგენელი საქართველოში გუშინ, 16 მარტს ჩამოვიდნენ. დოპელმაიერი ავსტრიული კომპანიაა, რომელიც საბაგიროებს აშენებს. კომპანიის ინფორმაციით, მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში წარმომადგენლობა ჰყავთ. ამ დროისთვის დოპელმაიერს 14 800 საბაგირო აქვს დამონტაჟებული.

16 მარტს, გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი