ბრიტანეთის პოლიციამ ნიკოლაი გლუშკოვის მკვლელობის გამოძიება დაიწყო

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ რუსი ბიზნესმენის, ნიკოლაი გლუშკოვის გარდაცვალებსთან დაკავშირებით გამოძიება მკვლელობის საქმეზე დაიწყო – ინფორმაციას BBC 16 მარტს ავრცელებს.

ცხედრის ექსპერტიზის თანახმად, გლუშკოვი კისერზე დაჭერის შედეგად გარდაიცვალა.

გლუშკოვი 12 მარტს ლონდონში, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. იგი ბორის ბერეზოვსკის ახლო მეგობარი იყო.

როგორც BBC წერს, დეტექტივები ინტერესდებიან ყველა ინფორმაციით, რაც შეიძლება გამოძიებას გამოადგეს. კერძოდ, იკვლევენ, ხომ არ გაუგია ან დაუნახავს ვიმეს რაიმე საეჭვო გლუშკოვის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

68 წლის გლუშკოვი 90-იან წლებში რუსეთის სახელმწიფო ავიაკომპანია “აეროფლოტის” დირექტორი იყო, შემდეგ კი ბერეზოვსკის კომპანია “LogoVaz”-ს ხელმძღვანელობდა. პუტინისა და ბერეზოვსკის დაპირისპირებისას, ფულის გაფლანგვის ბრალდებით, თავადაც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. საპატიმრო მან 2004 წელს დატოვა, რის შემდეგაც ბრიტანეთისგან თავშესაფარი მიიღო. ის ლონდონის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობდა.

ნიკოლაი გლუშკოვი. ფოტო: The Guardian

ნიკოლაი გლუშკოვი. ფოტო: The Guardian

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი