ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობა საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატად ნინია კაკაბაძეს წარადგენს

16 მარტი, 2018 • 2509
საპარლამენტო უმცირესობა საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატად ნინია კაკაბაძეს წარადგენს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად პარლამენტს ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის კანდიდატურას წარუდგენს “ევროპული საქართველო”.

ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარტიაში დაუდასტურეს.

პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს ოთხი წევრი უნდა შეარჩიოს. სახალხო დამცველმა თავისი კვოტით საკანონმდებლო ორგანოს არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი წარუდგინა. აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატი აჭარის მთავრობის ყოფილი მრჩეველი ბესიკ ლილუაშვილი გახდა. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, მათ თავიანთი კანდიდატი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი