ახალი ამბები

გუდაურში პრობლემა საბაგიროებს ხუთი დღის წინაც ჰქონდათ და მუშაობა შეჩერებული იყო

16 მარტი, 2018 • 4492
გუდაურში პრობლემა საბაგიროებს ხუთი დღის წინაც ჰქონდათ და მუშაობა შეჩერებული იყო

დღეს, 16 მარტს, გუდაურში მწყობრიდან გამოვიდა ერთ-ერთი საბაგირო, რის გამოც 10-მდე ადამიანი დაშავდა. პრობლემა იყო გუდაურში 5 დღის წინაც – მთის კურორტების განვითარების კომპანია აცხადებდა, რომ 11 მარტს გუდაურში საბაგიროების ელექტროსისტემა იყო გამოსული მწყობრიდან, რის შემდეგაც, პრობლემა აღმოფხვრეს.

კერძოდ, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაცია  11 მარტს აცხადებდა:

“დღეს, დილის 9 საათზე, კურორტ გუდაურში მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტროსისტემა. აღნიშნული ავარიის გამო კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა.

ამ ეტაპისთვის ჩართულია ,,სოლიკო’’ ,,ზუმა’’ და ,,პირველი” საბაგიროები. აღნიშნული საბაგიროებით მგზავრობა უფასოა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ხვალისთვის სრულად აღდგება საბაგიროების მუშაობა,”- აცხადებდა ადმინისტრაცია 11 მარტს.

გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებთ, რასაც 10-მდე ადამიანის დაშავება მოჰყვა, გამოძიება დაიწყო. პირველადი ინფორმაციით,  სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა. სასწრაფს ცნობით, დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათივე ცნობით, დაშავებულთა შორის ტურისტებიც არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი