ახალი ამბები

გუდაურში დაშავებულებს შორის ტურისტებიც არიან

16 მარტი, 2018 • 1480
გუდაურში დაშავებულებს შორის ტურისტებიც არიან

გუდაურის სამთო კურორტზე საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის  შედეგად დაშავებულთა შორის ტურისტებიც არიან – ამის შესახებ ნეტგაზეთს სასწრაფოში განუმარტეს.

კერძოდ, მათი ცნობით, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებთან ერთად არიან რუსეთის, უკრაინისა და შვედეთის მოქალაქეებიც.

შსს-ს ინფორმაციით, 16 მარტს,  შუადღისას, გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც 10 მოქალაქე დაშავდა.

სასწრაფოს ცნობით, დაშავებულების მდგიმარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე გაგზავნილია სამი რეანომობილი საჭიროების შემთხვევაში დაშავებულების ჰოსპიტალიზაციისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი