ახალი ამბებისამართალი

გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

16 მარტი, 2018 • 2880
გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-ს ცნობით, გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებთ, რასაც 10-მდე ადამიანის დაშავება მოჰყვა, გამოძიება დაიწყო.

“გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დაშავებულებს დახმარებას უწევენ და საავადმყოფოში გადაჰყავთ. 7 დაშავებული სხვადასხვა დაზიანებით უკვე გადაყვანილია ამბულატორიებსა და სხვადასხვასამედიცინო დაწესებულებებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი