ახალი ამბებისამართალი

შსს: ქუთაისში ნარკორეალიზატორი გასაღების ფაქტზე დავაკავეთ

16 მარტი, 2018 • 1562
შსს: ქუთაისში ნარკორეალიზატორი გასაღების ფაქტზე დავაკავეთ

შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 42 წლის ი.ჟ. ნარკორეალიზაციის ფაქტზე დააკავეს.

“სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ჟ. ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ მის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი