ახალი ამბები

დაშავებულები, მათ შორის, ორსული ქალი, გუდაურიდან ვერტმფრენით გადაჰყავთ

16 მარტი, 2018 • 1842
დაშავებულები, მათ შორის, ორსული ქალი, გუდაურიდან ვერტმფრენით გადაჰყავთ

გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი დაშავებული გუდაურიდან ვერტმფრენით გადაჰყავთ – ამის შესახებ ნეტგაზეთს სასწრაფოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული, უკრაინის მოქალაქე, თბილისში უკვე ჩამოფრინდა, მეორე ვერტმფრენით  კი მოჰყავთ შედეთის მოქალაქე ორსული ქალი, ასევე, უცხოეთის სამი მოქლაქე. კიდევ ორი დაშავებულის ტრანსპორტირება რეანომობილით დაიწყო.

როგორც სასწრაფოში განგვიცხდეს, ჯერ არ არის ცნობილი, რომელ კლინიკებში მოათავსებენ დაშავებულებს.

დღეს, 16 მარტს, შუადღისას, გუდაურის სამთო კურორტის სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. დაშავებულების მდგომარეობა, სასწრაფოს განცხადებით, საშუალო სიმძიმისაა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. პირველადი ინფორმაციით,  სათხილამურო ტრასაზე, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა.

ფოტო: Stepien Mikki

 

მასალების გადაბეჭდვის წესი