ფრანკფურტის კულტურის პროგრამა – ქეთი მელუა, რობერტ სტურუა, სუხიშვილები და სხვა შემსრულებლები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველო, როგორც სტუმარი ქვეყანა მთარგმნელობითი ნაწილის გარდა მუსიკალურ და თეტრალურ წარმოდგენებს, კინოჩვენებს და სამუზეუმო გამოფენებს წარადგენს. 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ქეთი მელუა, გორის ქალთა გუნდი, ნინო ქათამაძე, სუხიშვილები და სხვა შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. გაიმართება გამოფენები, რომლებიც საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელ და ოქროს მომპოვებელ უძველეს კულტურას წარმოაჩენს.

წიგნის ბაზრობაზე, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება, საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი წლის განმავლობაში გერმანიის, ავტრიის, შვეიცარიის ქალაქებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება მოეწყობა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროგრამა. ოპერის მუსიკის კონცერტების პროგრამა.

წიგნის ცენტრის ცნობით, საქართველო წარადგენს ქართული წიგნების 300–მდე თარგმანს. ქართველი მწერლები კი მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა შეხვედრაში. მთარგმნელობით ნაწილს წიგნის ეროვნული ცენტრი ხელმძღვამელობს, ხოლო არამთარგმნელობით ნაწილს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები.

  • თეატრალური მიმართულება – ეკა მაზმიშვილი, მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი
  • საგამოფენო მიმართულება – დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული მუზეუმის დირექტორი/გიორგი კალანდია, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი
  • მუსიკალური მიმართულება – ნინო ნახუცრიშვილი, მუსიკალური ცენტრის მენეჯერი
  • კინოს მიმართულება – ზურაბ მაღალაშვილი, კინოცენტრის დირექტორი


წარმოგიდგენთ პროგრამას, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიის ქალაქებში გაიმართება:

მუსიკალური მიმართულება

ჰამბურგის ფილამონია. ფოტო; ფილარმონიის ფეისბუკის გვერდიდან

  • ევროპის კულტურულ არხ “არტესთან” თანამშრომლობით ქეთი მელუა, ლიზა ბათიაშვილი, დუდანა მაზმიაშვილი, მაქსიმილიან ჰორნუნგი, ბექა გოჩიაშვილი და DJ Kordz წარდგებიან
  • 2 აპრილს ქართული ფილარმონიული ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, დუდანა მაზმანიშვილი (ფორტეპიანო) ჰამბურგის ფილარმონიაში გამართავს გია ყანჩელის მუსიკის კონცერტს.
  • 17 აგვისტოს ბერლინის საკონცერტო დარბაზში ქართული სიმფონიეტა კრისტიან იარვის ხელმძღვანელობით, დუდანა მაზმანიშვილი (ფორტეპიანო), DJ ირაკლი კიზირია, ფესტივალ Young Euro Classicas–ის ფარგლებში კონცერტს გამართავენ.
  • 24–26 აგვისტოს River Bank ფესტივალზე გაიმართება ქართული სუვენირების გამოფენა და ქართელი შემსრულებლების კონცერტი. კონცერტს გამართავენ შემდეგი შემსრულებლები:

  • ჯაზის სექსტეტი ქვინსისტენცია
  • მოძრაობის თეატრი
  • DJ Kordz და გიორგი ცაგარელი
  • ნათია თოდუა
  • მიხეილ მდინარაძე
  • მიმების თეატრი
  • ნინო ქათამაძე
  • თოჯინების თეატრი
  • ანსამბლი ლაპრები
  • პატარა გეორგიკა
  • სუხიშვილები

 

ბერლინის ფილარმონია. ფოტო: ბერლინის ფილარმონიის ფეისბუკის გვერდიდან

ბერლინის ფილარმონიაში ოპერის მომღერლები გამოვლენ სიმფონიური ორკესტის ვახტანგ კახიძის დირიჟორობით:

  • ნინო მაჩაიძე
  • ბადრი მაისურაძე
  • ლადო ათანელი
  • ნინო სურგულაძე
  • გია გაგნიძე
  • იანო თამარ
  • სალომე ჯიქია
  • ქეთევან ქემოკლიძე
  • გია ონიანი
  • რამაზ ჩიკვილაძე
  • მიუნხენის ფილარმონიაში დავით ვგენიძე და ანსამბლი “რუსთავი” გამართავენ კონცერტს
  • 11 ოქტომბერს “არტ ლაუნჯში” ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართება:

  • ლიზა ბათიაშვილი
  • მაქსიმილიან ჰორნუნგი
  • დუდანა მაზმანიშვილი
  • ქეთი მელუა
  • ბექა გოჩიაშვილი
  • ალექსანდრე კორძაია
  • 13 ოქტომბერს, ფრანკფურტის ძველ ოპერაში ქართული სიმფონიური ორკესტრი, ლიზა ბათიაშვილი (ვიოლინო) ნიკოლოზ რაჭველი (დირიჟორი), გორის ქალთა გუნდი, სამების საკათედრო ტაძრის გუნდი კონცერტს გამართავენ
  • 17 ნოემბერს მიუნხენის თეატრში HochX მანანა მენაბდის კონცერტის გაიმართება
  • 20 თებერვალს უკვე გაიმართა ბერლინალეს ფარგლებში, ბერლინში ვალერიან შიუკაშვილის, ნიკა მაჩაიძისა და ტუსია ბერიძის კონცერტი

ფრანკფურტის “ძველი ოპერა”. ფოტო: ოპერის ფეისბუკის გვერდიდან

თეატრალური მიმართულება
  • 2 ოქტომბერი. Künstlerhaus Mousonturm 
    “პრომეთე/დამოუკიდებლობის 25 წელი”  
    დავით გაბუნისა და დათა თავაძის პიესა დათა თავაძის რეჟისორობით. სამეფო უბნის თეატრი
  • 3 ოქტომბერი. Künstlerhaus Mousonturm 
    მშობელთა კრება”
    ტექსტი მსახიობებისა და რეჟისორების თანამშრომლობითაა შექმნილი. მიხეილ ჩარკვიანისა და დავით ხორბალაძის სპექტაკლი/ ღია სივრცის პროექტი
  • 4 ოქტომბერი. Künstlerhaus Mousonturm 
    “ვანო და ნიკო”ერლომ ახვლედიანი, რუსთაველის თეატრი. რეჟისორი რობერტ სტურუა.
  • 5 ოქტომბერი
    “თბილისი”ალექსი ჩიღვინაძე დამოუკიდებელი პროექტი. რეჟისორი: ავთო დიასამიძე
  • 6 ოქტომბერი. Künstlerhaus Mousonturm 
    “გადაფრენა მადათოვზე და უკან”აკა მორჩილა, ძერეჟისორი: ლევან წულაძე. მარჯანიშვილის თეატრი
  • 7 ოქტომბერი. Künstlerhaus Mousonturm 
    “სანამ შეგხვდებოდი” ბასა ჯანიკაშვილი რეჟისორი: ზურა გეწაძე. დამოუკიდებელი პროექტი
  • 11 ოქტომბერი. Atelier Frankfurt
    “იესოს საქმე”ლაშა იმედაშვილი, რეჟისორი: დავით საყვარელიძე, სოხუმის თეატრი
  • 17 ოქტომბერი. Schauspiel Frankfurt
    “რამონა”გაბრიაძის თეატრი რეჟისორი და ავტორი რეზო გაბრიაძე

Künstlerhaus Mousonturm

კინოს მიმართულება

წარმოდგენილი იქნება ქართული ფილმების მიმოხილვა (15–20 ფილმი), რომელიც მოიცავს უხმო ფილმებს და 1991 წლამდე გადაღებულ ფილმებს. ჩატარდება ლექციები და შეხვედრები ფილმის შემქმნელების მონაწილეობით. ფილმები ამჟამად ირჩევა.

  • ქართველ რეჟისორ კოტე მიქაბერიძის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
  • არქივიდან: პირველი მონოგრაფია კოტე მიქაბერიძის შესახებ [ფოტო] 
  • ანა გაბრიჩიძის ანიმაციური ფილმის “ჯიბის კაცის” ჩვენება გაიმართება, რომელმაც ანესის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე გაიმარჯვა

გამოფენების მიმართულება

საქართველომ 11 ორგანიზაციასთან იმუშავა, რათა პრეისტორიული, ანტიკური ხანის პერიოდისა და თანამედროვე ხელოვნების, ფოტოგრაფიის, არქიტექტურის, დიზაინის, ილუსტრაციების შესახებ გამოფენები წარადგინოს.

  • “ჰიბრიდული თბილისი”
    2018 წლის 28 სექტემბრიდან 2019 წლის 13 იანვრამდე ვისბადენის გერმანიის არქიტექტურულ მუზეუმში გაიმართება. გამოფენაზე ნახავთ XIX-XX საუკუნის თბილისის არქიტექტურას, რომელიც ეხება ქართულ საბჭოთა არქიტექტურას (1955–1991) ასევე, საბჭოთა გარდამავალ არქიტექტურას (1986–1991). გამოფენა ასახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს: მე–19 საუკუნის საცხოვრებელ სახლიდან დაწყებული 21 საუკუნის ექსპერიმენტების პოლიგონამდე ქცეულ თბილისს.
  • ქართული სუბსტრუქტურის გამოფენა 
    2018 წლის სექტემბერ–დეკემბერი. Angewandekurst მუზეუმი. გამოფენა ფოკუსირებულია თანამედროვე ქართულ დიზაინზე: ინტერიერი, დიზაინი, ავეჯი, მოდა და სხვა მეინსტრიმული მიმართულებები, როგორიცაა ელექტრონული მუსიკა და კლუბური ცხოვრება.
  • ფოტოების ენა. ფოტოგრაფიის ხელოვნება საქართველოდან
    22 სექტემბერი – 25 ნოემბერი/ფრანკფურტის ფოტოგრაფიის ფორუმი. გამოფენა ყურადღებას ამახვილებს ქართული ფოტოგრაფიის ისტორიულ და თანამედროვე მიმდინარეობებზე. ამ გამოფენაზე თავს მოუყრიან თანამედროვე ქართველი ფოტოგრაფების სურათებს. წარმოდგენილი იქნება ფოტონამუშევრები ისტორიული და პერსონალური გადმოსახედიდან, დოკუმენტური ფოტოები 1980–2000 წლების საქართველოდან, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.გამოფენების პარალელურად თანამედროვე ქართველი ფოტოგრაფებისა და ფოტოფესტივალების ორგანიზატორების მონაწილეობით შეხვედრები გაიმართება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროგრამა. ფოტოგამოფენა “ფოტოგრაფიული ხელოვნება საქართველოდან.”

  • ანდრო ვეკუას პერსონალური შოუ
    2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის დეკემბრამდე. ფრანკფურტის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. მწერალ რატი ამაღლობელთან თანამშრომლობით წარმოდგენილი იქნება არტისტის თანამედროვე ნამუშევრები ლიტერატურულ პროგრამასთან ერთად შერეული.
  • ჯგუფი ბულიონი – ქართული პერფომანსის კულტურა
    2018 წლის 13 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე ჯგუფი “ბულიონი” აქამდე დადგმული პერფორმანსების ვიდეო ჩანაწერებს წარმოადგენს, ასევე ახალ პერფორმანსებს დადგამს. ეს ერთერთი პირველი სოლო გამოფენაა, რომელზეც ჯგუფის მოცულობითი მასალა იქნება წარმოდგენილი.
  • თეა ჯორჯაძის შოუ
    თეა ჯორჯაძის შოუ 2018 წლის 15 სექტემბრიდან 11 ნოემბრამდე გაიმართება. შოუზე წარმოდგენილი იქნება ძველი და ხალი ნამუშევრები.
  • ქართული ვიდეოხელოვნების გამოფენა – გიორგი სპანდერაშვილი
    გამოფენა 2018 წლის სექტემბერ – ოქტომბერში atelierfrankfurt–ში გაიმართება. 2014 წელს “აქტივი კულტურისთვის” შექმნა ვიდეო პერფორმანსების საიტი http://videoimage.ge სადაც გაერთიანებულია 80 ხელოვანის 400–მდე ნამუშევარი.
  • “პირველი ევროპელები”
    2018 წლის ოქტომბერ– ნოემბერში სენკენბერგის ბუნების მუზეუმში გამოფენა “პირველი ევროპელები” გაიმართება. წარმოდგენილი იქნება დმანისში აღმოჩენილი 1.8 მილიონი წლის წინანდელი ჰომინინების ნაშთები.
  • “ოქრო და ღვინო საქართველოში”
    2018 წლის 5 ოქტომბრიდან – 2019 წლის 10 თებერვლამდე ფრანკფურტის არქეოლოგიური მუზეუმი გამოფენა “ოქრო და ღვინო საქართველოში” გაიმართება. ფრანკფურტის არქეოლოგიის მუზეუმში წარმოადგენენ გერმანულ–ქართული თანამშრომლობის პროექტს, რომელიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს. ხაზი გაესმევა საქართველოს, როგორც ღვინის კულტურისა და ოქროს მოპოვების სამშობლოს.
  • “მედეას სიყვარული და ოქროს ვერძის მისია საქართველოში” 2018 წლის 4 ოქტომბრიდან – 2019 წლის 10 თებერვლამდე. Liebeighaus Skulpturensammlung–ში გამოფენა “მედეას სიყვარული და ოქროს ვერძის მისია საქართველოში”, რომელიც მედეასა და არგონავტების მითს წარმოადგენს. გამოფენა დაფუძნებულია მდიდარ არქეოლოგიურ ფაქტებზე, მისი მიზანია საქართველოს, როგორც ოქრომჭედლობის ტრადიციების მქონე ქვეყნის, წარმოჩენა.
  • თბილისი ჩემს მეხსიერებაში, კურატორი გიორგი კალანდია
    2018 წლის 4 ოქტომბერიდან – 18 ნოემბერამდე ოფენბახის  კლინგშპორის მუზეუმში გამოფენაზე გაშლილი იქნება ქართული ანბანის საკითხი. ეს ასახავს ქართული ანბანის განვითარების. კლინგშპორის მუზეუმი საქართველოს ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს, რომელიც გამოავლენს ანბანის ისტორიას მე–5 საუკუნიდან დღემდე. გამოფენაზე ნაჩვენები იქნება ანბანის ისტორია, ხელნაწერები და ბეჭდური წიგნები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com