ახალი ამბები

ფლორიდაში ხიდის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

16 მარტი, 2018 • 1302
ფლორიდაში ხიდის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის შტატ ფლორიდაში, მაიამი-დეიდის ოლქში საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. როგორც CNN ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ნანგრევების ქვეშ რვა მანქანა მოჰყვა. საავადმყოფოში გადაყვანა კი, მინიმუმ, ცხრა დაშავებულს დასჭირდა.

კონსტრუქცია 15 მარტს, ადგილობრივი დროით 13:30-ზე ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. სამუშაოებში 100-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.

ხიდის კონსტრუქცია ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ახლოს გასულ კვირას დამონტაჟდა, თუმცა რიგი სამუშაოები ადგილზე კვლავ მიმდინარეობდა. პროექტის მიხედვით, ნაგებობას მეხუთე კატეგორიის ქარიშხლისთვის უნდა გაეძლო, ექსპლუატაციის ვადად კი 100 წელი იყო განსაზღვრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი