ახალი ამბები

რუსთავი 2: ისანში ჩატარებული სპეცოპერაციისას 2 პირი დააკავეს

15 მარტი, 2018 • 1994
რუსთავი 2: ისანში ჩატარებული სპეცოპერაციისას 2 პირი დააკავეს

15 მარტს თბილისში, ისანსა და აეროპორტის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციისას 2 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, სამართალდამცავების მიერ დაკავებულთაგან ერთი კრიმინალური ავტორიტეტი, მეორე კი – მისი ძმაა. მისივე ცნობით, გამოძიება დაკავებულებს მოქალაქისთვის თანხის გამოძალვასაც ედავება.

“ნეტგაზეთმა” ინფორმაციის გადამოწმება შსს-ში სცადა, თუმცა უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ხვალ გაავრცელებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი