ახალი ამბები

სუს-ის თანამშრომლის იარაღიდან, სავარაუდოდ, შემთხვევით გასროლით ქალი დაიღუპა

15 მარტი, 2018 • 2229
სუს-ის თანამშრომლის იარაღიდან, სავარაუდოდ, შემთხვევით გასროლით ქალი დაიღუპა

გლდანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. როგორც ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ტყვია 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანს გაუვარდა.

ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდან გასროლილმა ტყვიამაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, სავარაუდოდ, არასრულწლოვნის მამას ეკუთვნის. “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უშიშროების სამსახურში დაუდასტურეს, რომ არასრულწლოვნის მამა მათი თანამშრომელია.

მომხდარზე გამოძოიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.  ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არ შეიძლება მიეცეს 14 წელს მიუღწეველი პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი