ახალი ამბებისამართალი

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობა სადახლოსა და წითელ ხიდზე

15 მარტი, 2018 • 1692
არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობა სადახლოსა და წითელ ხიდზე

12 – 14 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: “სადახლო-საავტომობილო“ და “წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის უკანონოდ შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა 1,940 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების – ა.პ-სა და ფ.ჯ-ს ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს  ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი