ახალი ამბები

ვითიბი ბანკი სამომხმარებლო სესხზე საგაზაფხულო აქციას იწყებს

15 მარტი, 2018 • 1277
ვითიბი ბანკი  სამომხმარებლო  სესხზე საგაზაფხულო აქციას იწყებს

15 მარტიდან ვითიბი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს საგაზაფხულო აქციას სამომხმარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია 45 000-ლარამდე სესხის აღება 4-წლამდე ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 5,9%-დან 11,9%-მდე (ეფექტური   საპროცენტო განაკვეთი 11,45%-დან – 14,99%-მდე).

აქციის პირობების თანახმად სესხის განაკვეთი დამოკიდებულია ვადაზე, რაც ნაკლებია ვადა, მით ნაკლებია პროცენტი. აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხი გაიცემა ნებისმიერი მიზნობრიობით, უზრუნველყოფის გარეშე.

სესხებზე საგაზაფხულო აქციის პირობები მოქმედებს  15 აპრილამდე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი