ახალი ამბებისაზოგადოება

საქართველო ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში 128–ე ადგილს იკავებს

15 მარტი, 2018 • 2134
საქართველო ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში 128–ე ადგილს იკავებს

ყველაზე ბედნიერი ქვეყნების 2015-2017 წლების რეიტინგში 156 სახელმწიფოს შორის საქართველომ 128-ე ადგილი დაიკავა. კვლევა 14 მარტს გამოქვეყნდა.

საუკეთესო მაჩვენებელი 10 ქულა იყო, ყველაზე დაბალი კი – 0. საქართველომ 4.340 ქულა დააგროვა. რეიტინგი 7 კომპონენტისგან შედგება:

  • მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე;
  • სოციალური მხარდაჭერა;
  • ჯანმრთელად ცხოვრების ხანგრძლივობა;
  • ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება;
  • ხელგაშლილობა/სიუხვე;
  • კორუფციის აღქმა;
  • დისტოპია და საშუალო ცდომილება.

კვლევაში 2015–2017 წლების მონაცემები 2008–2010 წლების მინაცემებთანაა შედარებული, რომლის მიხედვითაც, ავტორები ამბობენ, რომ საქართველოს მდგომარეობა 0.317 ქულით გაუმჯობესდა.

რეიტინგში საქართველოს გვერდით სომხეთი, მიანმარი, მავრიტანია და ეთიოპია არის. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს: რუსეთი 59-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი – 87-ე, ხოლო თურქეთი – 74-ე ადგილას.

რეიტინგის პირველ ხუთეულში შევიდა

  • ფინეთი;
  • ნორვეგია;
  • დანია;
  • ისლანდია;
  •  შვეიცარია.

ყველა ცუდი მაჩვენებელი შემდეგ ხუთ ქვეყანას აქვს:

  • იემენი;
  • ტანზანია;
  • სამხრეთ სუდანი;
  • ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა;
  • ბურუნდი.

კვლევა მეცნიერების ჯგუფმა მდგრადი განვითარების გადაწყვეტის ქსელის დაკვეთით ჩაატარა. ორგანიზაცია ხელს უწყობს ისეთი ინიციატივების ხელშეწყობას, რომელიც მდგრადი განვითარების პოტენციალს ქმნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი