რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ყაჩაღობის ჩადენაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაცით, ბრალდებულმა 2017 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 5 საათიდან 7 საათამდე პერიოდში, რუსთავიდან სოფელ აგთაკლიაში გამგზავრების მიზნით ავტომანქანა იქირავა.
“მიიყვანა ის სოფელ აგთაკლიის ერთ-ერთი უბნის ჩიხში, სადაც დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შ.ს-ს გასტაცა თანხა 100 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.