ახალი ამბები

უგულავამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხონში მიწა დახნა და კარტოფილი დათესა

14 მარტი, 2018 • 4755
უგულავამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხონში მიწა დახნა და კარტოფილი დათესა

ხონისა და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ხონის რაიონის სოფელ ჩაის მეურნაობაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კარტოფილის დათესვაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო უგულავამ პირად ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

როგორც, ევროპული საქართველოს ლიდერი ამბობს, პირველი წელია, როცა მოსახლეობამ ამ სოფელში კარტოფილის მოყვანა გადაწყვიტა.

 

Posted by Gigi Ugulava on Wednesday, 14 March 2018

 

ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი იყო, რომელიც წინა წლის დეკემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ დაინიშნა. საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის  შუალედური არჩევნები იმართება აპრილში ან ოქტომბერში. კანონის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინ − აპრილში. შესაბამისად, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში 2018 წლის აპრილში გაიმართება შუალედური არჩევნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი