ახალი ამბები

ილია II: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აშშ-თან დაახლოების პროცესი გაგრძელდეს

14 მარტი, 2018 • 3300
ილია II: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აშშ-თან დაახლოების პროცესი გაგრძელდეს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. იან კელი საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა.

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კელის და აშშ-ის მთავრობას ქვეყნისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს ქვეყნების დაახლოების პროცესის გაგრძელებისთვის:

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესი დაახლოებისა გაგრძელდეს, თუმცა საქართველო ისედაც დგას ამ გზაზე. მე მადლობელი ვარ თქვენი და ამერიკის ხელისუფლების იმ დახმარებისათვის და თანადგომისათვის, რომელსაც უწევთ საქართველოს.

მოგეხსენებათ,  20-% საქართველოს ტერიტორიისა დაპყრობილია. ვფიქრობთ, ღვთის შეწევნით და ჩვენი მეგობრების დახმარებით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაბრუნებული იქნება” – თქვა ილია მეორემ ელჩთან შეხვედრისას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი