ახალი ამბები

მეტროს დიდუბე-გოცირიძის ხაზზე მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

14 მარტი, 2018 • 3780
მეტროს დიდუბე-გოცირიძის ხაზზე მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

თბილისის მეტროს დიდუბე-გოცირიძის მეორე ხაზის გადასარბენ მონაკვეთზე (სადაც მგზავრთა გადაადგილება აკრძალულია) მატარებელთან შეჯახების შედეგად 70-წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო სამსახური ავრცელებს.

როგორც სატრანსპორტო სამსახური აცხადებს, მამაკაცი ლიანდაგებზე მოძრაობდა  და მიუხედავად მემანქანის მიერ დროული რეაგირებისა და დამუხრუჭებისა, შეჯახების არიდება ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარის გამო შეფერხებულია თბილისის მეტროს პირველი ხაზის მოძრაობა. ამ მომენტისათვის მატარებელი გადაადგილდება სადგურის მოედანი – ვარკეთილის მიმართულებით, ხოლო საბურთალოს ხაზი მუშაობს შეუფერხებლად. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი