ახალი ამბები

უწყება: საქართველოდან თურქეთში 26 ათასი ლარის კონტრაბანდული საათები გადაჰქონდათ

14 მარტი, 2018 • 1552
უწყება: საქართველოდან თურქეთში 26 ათასი ლარის კონტრაბანდული საათები გადაჰქონდათ

ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე მაჯის საათების განსაკუთრებულით დიდი ოდენობით მალულად გადატანის ფაქტი გამოავლინა, საათების საბაჟო ღირებულება 26 000 ლარს აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული უწყება ავრცელებს.

მათივე თქმით,  საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში თურქეთის მოქალაქეს, მისივე ავტომობილში მოყწობილი სამალავით  839 ერთეული სხვადასხვა დასახელების მაჯის საათი გადაჰქოდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი