მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებისთვის აპრილის ბოლოს გაიხსნება

მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებისთვის 2018 წლის აპრილის ბოლოს გაიხსნება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ თარიღის გადაწევა დამატებითმა ექსპერტიზის ჩატარებამ გამოიწვია, რომლის დასრულებამდე მეტროსადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერდა.

მათივე ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის ჩამოშლის შემდეგ, თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ყველა მეტროსადგურის მდგომარეობას ამოწმებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.