საზმაუს მეურვის კონკურსში ყველაზე მაღალი ქულები ნინია კაკაბაძემ და ია მამალაძემ მიიღეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ მეურვეთა კანდიდატურები შეარჩია. კომისიამ რეკომენდაცია 12 კანდიდატს მისცა. კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ყველაზე მაღალი ქულა ია მამალაძემ და ნინია კაკაბაძემ მიიღეს. მათ კომისიის ცხრავე წევრმა დადებითი შეფასება მისცა.

შესარჩევ კომისიაში სულ 9 ადამიანი შედის და თითოეულს ყოველ კონკურსანტთან მიმართებაში 1 ხმა ჰქონდა. სრულად კონკურსანტების მიერ მიღებული ქულები ასე გამოიყურება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ მეურვეთა კანდიდატურები შეარჩია. კომისიამ რეკომენდაცია 12 კანდიდატს მისცა, რომელთა შორისაც არიან:

  1. მალხაზ ასლამაზაშვილი – რეჟისორი;
  2. ნინია კაკაბაძე – ჟურნალისტი;
  3. დონარა შონავა – საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი;
  4. ზაზა შათირიშვილი – ფილოსოფოსი;
  5. იზაბელა ოსიპოვა – სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი;
  6. ხატია ყურაშვილი – კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი პრესმდივანი;
  7. ზვიად დევდარიანი – სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი;
  8. ბესო ლილუაშვილი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი;
  9. ნათია სირაბიძე – აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე;
  10. ია მამალაძე – ჟურნალისტი;
  11. ნათია კობერიძე – ჟურნალისტი;
  12. ბაია პატარაია – საფარის ხელმძღვანელი.

დანარჩენმა ორმა კანდიდატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ და დავით კორახაშვილმა შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვეს.

კანონმდებლობის მიხედვით, შერჩეული კანდიდატურები კომისიამ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და სახალხო დამცველის აპარატს უნდა შესთავაზოს. კომისიის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია კი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com