ახალი ამბები

ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

14 მარტი, 2018 • 7295
ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინფორმაცია ცნობილი ბრიტანელი ასტროფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის გარდაცვალების შესახებ მისმა ოჯახმა დღეს, 14 მარტს, გაავრცელა. The Guardian-ის ცნობით, ის საკუთარ სახლში, კემბრიჯში გარდაიცვალა.

“ის იყო დიდი ადამიანი და მეცნიერი, რომლის ნაშრომი და მემკვიდრეობა წლობით გააგრძელებს არსებობას”, – ნათქვამია ჰოკინგის შვილების განცხადებაში.

სტივენ ჰოკინგს 21 წლის ასაკში მძიმე განუკურნებელი ნევროლოგიური დააავდების – ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუდგინეს. სწორედ ამ დაავადებამ 30 წლის ასაკში მისი სრული პარალიზება გამოიწვია. გარდა იმისა, რომ აღნიშნული დააავდება ადამიანს მოძრაობის უნარს უკარგავს, ის იწვევს იმ კუნთების  პარალიზებასაც, რომლის საშუალებითაც ადამიანი სუნთქავს. როგორც წესი, ამ დაავადების მქონე ადამიანთა სიცოცხლე ხანმოკლეა. ექიმება ჰოკინგს დიაგნოზის დასმისას უთხრეს, რომ ის ორ წელს იცოცხლებდა.

მძიმე დაავადებას არ შეუშლია ხელი ჰოკინგისთვის, ორჯერ დაქორწინებულიყო, ჰყოლოდა შვილები და მიეღწია ისეთი პროფესიული წარმატებისთის, რამაც საქვეყნოდ ცნობილი გახადა.

სტივენ ჰოკინგს 1985 წლიდან საუბარიც არ შეეძლო, თუმცა ის იყენებდა სპეციალურ კომპიუტერს (ხმის სინთეზატორს) და ამით ეკონტაქტებოდა ადამიანებს, ატარებდა ლექციებს და ა.შ. ის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნის ავტორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი