ახალი ამბები

ბორის ბერეზოვსკის მეგობარი ლონდონში გარდაცვლილი იპოვეს

14 მარტი, 2018 • 1328
ბორის ბერეზოვსკის მეგობარი ლონდონში გარდაცვლილი იპოვეს

რუსეთიდან დიდ ბრიტანეთში დევნილი ნიკოლაი გლუშკოვი, რომელიც რუს ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკის ახლო მეგობარი იყო, ლონდონში, საუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ბინაში გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა აღმოაჩინეს.

“გარდიანის” ცნობით, მომხდარს პოლიციის კონტრტერორისტული დანაყოფი იძიებს. გამოცემის ინფორმაციით, ჯერ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მომხდარსა და გასულ კვირას რუსი ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლას შორის კავშირს დაადასტურებს.

68 წლის გლუშკოვი 90-იან წლებში რუსეთის სახელმწიფო ავიაკომპანია “აეროფლოტის” დირექტორი იყო, შემდეგ კი ბერეზოვსკის კომპანია “LogoVaz”-ს ხელმძღვანელობდა. პუტინისა და ბერეზოვსკის დაპირისპირებისას, ფულის გაფლანგვის ბრალდებით, თავადაც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. საპატიმრო მან 2004 წელს დატოვა, რის შემდეგაც ბრიტანეთისგან თავშესაფარი მიიღო. ის ლონდონის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი