ახალი ამბები

ძაღლ “ჰაჩიკოს” პატრონი გამოუჩნდა

13 მარტი, 2018 • 3110
ძაღლ “ჰაჩიკოს” პატრონი გამოუჩნდა

თბილისში მორბენალ ძაღლ “ჰაჩიკოს”, რომლის ამბავი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, პატრონი გამოუჩნდა. ამის შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე მომხმარებელმა თეკლა კალანდაძემ დაწერა, რომელმაც მანამდე საზოგადოებას “ჰაჩიკოს” ისტორია უამბო. მის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ინტერნეტ მომხმარებელთა დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც, საბოლოოდ, ძაღლმა ქუჩიდან სახლში გადაინაცვლა.

“ჰაჩიკოს” ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში, თავდაპირველად 7 მარტს გავრცელდა. ვიდეოში ჩანდა, თუ როგორ მისდევდა ძაღლი N54 ავტობუსს. როგორც შემდგომ გაირკვა, ის გრძელ გზას დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე ყოველდღე გადიოდა, რადგან აღნიშნული ავტობუსის მძღოლი მას უვლიდა და კვებავდა. ვიდეოისტორია სოციალურ ქსელში ასობით ათასმა ადამიანმა ნახა.

ძაღლი "ჰაჩიკო". ფოტო: Zooclub.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი