ზაზა შათირიშვილი და სხვები საზმაუს სამეურვეო საბჭოს კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადავიდნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ მეურვეთა კანდიდატურები შეარჩია. კომისიამ რეკომენდაცია 12 კანდიდატს მისცა, რომელთა შორისაც არიან:

  1. მალხაზ ასლამაზაშვილი – რეჟისორი;
  2. ნინია კაკაბაძე – ჟურნალისტი;
  3. დონარა შონავა – საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი;
  4. ზაზა შათირიშვილი – ფილოსოფოსი;
  5. იზაბელა ოსიპოვა – სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი;
  6. ხატია ყურაშვილი – კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი პრესმდივანი;
  7. ზვიად დევდარიანი – სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი;
  8. ბესო ლილუაშვილი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი;
  9. ნათია სირაბიძე – აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე;
  10. ია მამალაძე – ჟურნალისტი;
  11. ნათია კობერიძე – ჟურნალისტი;
  12. ბაია პატარაია – საფარის ხელმძღვანელი.

დანარჩენმა ორმა კანდიდატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ და დავით კორახაშვილმა შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვეს.

კანონმდევბლობის მიხედვით, შერჩეული კანდიდატურები კომისიამ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და სახალხო დამცველის აპარატს უნდა შესთავაზოს. კომისიის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია კი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან