ახალი ამბებისაზოგადოება

დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში 14 მარტს აქცია გაიმართება

13 მარტი, 2018 • 2037
დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში 14 მარტს აქცია გაიმართება

14 მარტს, მდინარეთა დაცვის დღეს, დიდი კაშხლების აშენების წინააღმდეგ თბილისის ცენტრში აქცია გაიმართება.

აქცია 13:00 საათზე „აზიის განვითარების და ევროპის საინვესტიციო ბანკების“ ოფისთან, გალაკტიონ ტაბიძის №1 -თან დაიწყება, შემდეგ კი მთავრობის კანცელარიისა და პარლამენტის შესასვლელიკსენ გადაინაცვლებს, ხოლო დასრულდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოფისთან.

აქციის ორგანიზატორები ზემო და ქვემო სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმსა და საქართველოს სხვა კუთხეებში მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელებას აპროტესტებენ.

“აქცია იმერთება ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭის და საქართველოს იმ სხვადასხვა კუთხეთა წარმომადგენლების ინიციატივით, სადაც ხელისუფლება ჰესების მასობრივ მშენებლობას გეგმავს, აქციის ორგანიზებაში ასევე იღებენ მონაწილეობას მთელი რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, გარემოსდამცველები და უფლებადამცველები, მათ შორის”სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა”, ქვემო სვანეთის ადგილობრივი გაერთიანება “ძალა ერთობაშია”, რაჭის ადგილობრივი ორგანიზაცია, “მწვანე ალტერნატივა”, “დემოკრატიის ინსტიტუტი”, ლაშა ჩხარტიშვილი, დავით გულბანი, “აუდიტორი 115”, “ენერგოეფექტურობის ფონდი”, ენერგეტიკოსი ვახტანგ ზარქუა, “უფლებადამცველთა ასოციცია””, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი