ახალი ამბები

“სიცრუეა თითქოს კანონპროექტით დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღებაზე პატიმრობა უქმდება” – ზოიძე

13 მარტი, 2018 • 4574
“სიცრუეა თითქოს კანონპროექტით დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღებაზე პატიმრობა უქმდება” – ზოიძე

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატი ამბობს, რომ სიცრუეა, თითქოს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღებისთვის, ტრანზიტისა თუ წარმოებისთვის, საპატიმრო სასჯელის გაუქმებას.

როგორც დეპუტატი ამბობს,  პოლიტიკური ოპორტუნიზმის ცნობილი მიმდევრები ცდილობენ ეს უაღრესად ფაქიზი თემა გამოიყენონ პოლიტიკური მიუსავლეთიდან დასაბრუნებლად:

“კიდევ ერთხელ ინიცირებული კანონპროექტის და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ძირითადი პრინციპების შესახებ: 1. პრევენცია, განათლება და მასობრივი სპორტის ხელშეწყობა, როგორც ნარკოტიკების მოხმარების შემცირების პოლიტიკის ქვაკუთხედი,; 2. დაუნდობელი ბრძოლა და კანონის აღსრულების გამკაცრება ნარკოტიკების გამსაღებლებთან და უკანონო ბრუნვასთან მიმართებაში და 3. ნარკოდამოკიდებულ მომხმარებლებზე ზრუნვა და დახმარება ციხის ნაცვლად, რათა მოხერხდეს მათი საზოგადოებაში დაბრუნება,”- ამბობს დეპუტატი.

აკაკი ზოიძემ ეს კომენტარი იმ საჯარო განცხადების საპასუხოდ გაავრცელა, რომლითაც ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავდნენ.

განცხადების ხელმომწერები ამბობდნენ, რომ კანონპროექტი “აშკარად ემსახურება ნარკომოვაჭრეთა ინტერესებს და ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობისა და გავრცელების ხელშეწყობას, რადგან მათი თქმით, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვა, დამზადება, წარმოება, გადატანა და გადაზიდვა პატირმობის გაუქმებას და ადმინისტრაციული ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს, რაც კანონპროექტის არსებულ რედაქციასთან შესაბამისობაში არაა.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ არსებული რედაქცია “სრულიად სამარცხვირნო და დანაშაულებრივია, რომელიც ინიცირებულია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ და მხარდაჭერილია პირველი მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე”.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ის “აშკარად ემსახურება ნარკომოვაჭრეთა ინტერესებს და ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობისა და გავრცელების ხელშეწყობას”.

განცხადებაში წერია, რომ კანონპროექტის მიხედვით, “სისხლის სამართლის” და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს: ” ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დამზადება, წარმოება, გადატანა და გადაზიდვისთვისთვის” პატიმრობის გაუქმებასა და ადმინისტრაციული ჯარიმების დაწესებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ქმედება ხორციელდება დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ჯგუფურად, არაერთგზის და თანამდებობის გამოყენებით, ასევე ნარკოტიკულ საშუალებათა საქართველოში იმპორტისთვის, ექსპორტისვის ან საერთაშორისო ტრანზიტისთვის პატიმრობის გაუქმებას და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმების დაწესებას.


განცხადების ხელმომწერებს შორის არიან ჯონდი ბაღათურია და სასულიერო პირები. მათ შორის:

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი, გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ნინოწმინდისა და საგარეჯოს მთავარეპისკოპოსი ლუკა, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი, მღვდელმონაზონი ბასილი (ანთაძე) – წმ. ბასილი დიდის სახ. მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ისაკაძე) – წმ. დიდმოწამე მარინეს სახ. ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით (ქვლივიძე) – ვაშლიჯვრის ნათლისღების სახ. ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით (ნოზაძე) – წმ. მარკოზ ეფესელის სახ. ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ (ქიტუაშვილი) – კაზრეთის სამების სახ. ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გურამი (გამცემლიძე) – წმ. სამი მღვდელმთავრის სახ. ეკლესიის წინამძღვარი, პროფესორი გიორგი ნანეიშვილი – ექიმი – ფსიქიატრი, პროფესორი ომარ სამუშია – ექიმი – ნევროლოგი, პროფესორი გულიკო ჩაფიძე – ექიმი კარდიოლოგი, გოჩა ჯამარაული – ფეხბურთელი, ნინო სალუქვაძე – ოლიმპიური ჩემოიონი, გიორგი კანდელაკი – ექიმი, ინფექციოლოგი, დიმიტრი ლორთქიფანიძე – უფლებადამცველი, პროფესორი ანზორ თოთაძე – დემოგრაფი, მღვდელმონაზონი ილია (ჭოველიძე) – გურჯაანის წმ. სამების ტაძარი,მამა რაფაელი (ხელაშვილი), იღუმენი – გურჯაანის ყოვლადწმიდის მონასტერი,მღვდელმონაზონი მაკარი (თოლორაია)- გურჯაანის ყოვლადწმიდის მონასტერი, დეკანოზი ამირანი (გოგლიძე) – კარდენახის საბაწმიდის ტაძარი, მღვდელი თეიმურაზი (ბიწკინაშვილი) – შაშიანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, მღვდელი ნოდარი (არსენიშვილი) – ქოდალოს ტაზრად მიყვანების ტაძარი, მღვდელი შოთა (ორველაშვილი) – კაჭრეთის წმ. გიორგის ტაძარი, მღვდელი ნოდარი (წიკლაური) – ვაჩნაძიანის წმ. გიორგის ტაძარი, მღვდელი გიორგი (ქუმსიაშვილი) – ბაკურციხის წმ. გიორგის ტაძარი, მღვდელი ვაჟა (სონღულაშვილი) – გურჯაანის წმ. სამების ტაძარი, მღვდელი ილია (ჯანიაშვილი) – კალაურის წმ. ნინოს ტაძარი, მღვდელი მარკოზი (შაკიაშვილი) – ვეჯინის წნ. გიორგის ტაძარი, დეკანოზი ბასილი (ფილფანი), ბერ-დიაკონი კოზმა, არქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე), მღვდელი არჩილი (ბურჯანაძე), იღუმენი შიო (გელაშვილი), მღვდელმონაზონი ლაზარე (აბრამიძე), იღუმენი ექვთიმე (ახვლედიანი), ბერი იოსები (ამირანაშვილი), იღუმენი კვირიკე (გაზდელიანი), იღუმენი დემეტრე (გიგანი), დეკანოზი გიორგი, მღვდელი ათანასე (ხაბეიშვილი) – სოფ. დიღმის წმ. თეოდორე ტირონის სახ. ტაძარი, მღვდელი ათანასე (ხაბეიშვილი) – სოფ. დიღმის წმ. თეოდორე ტირონის სახ. ტაძარი, მღვდელი ნიკოლოზი (ერაძე), დეკანოზი თადეოზი (სარალიძე), დეკანოზი ბასილი (იაშაღშვილი), მღვდელი გაბრიელი (ვაშაძე), მღვდელი აკაკი (გომართელი), მღვდელი გიორგი (შუკაკიძე), მღვდელი ფოტი (ზუმბაძე), დიაკონი დავითი (შალამბერიძე), დეკანოზი ვახტანგი (დავითაშვილი), დეკანოზი დავითი (ლასურაშვილი), მღვდელი ნიკოლოზი (ერაძე).

მასალების გადაბეჭდვის წესი