ახალი ამბები

მარეგულირებელმა “სილქნეტს” “ჯეოსელის” ყიდვაზე წინასწარი თანხმობა მისცა

13 მარტი, 2018 • 1404
მარეგულირებელმა “სილქნეტს” “ჯეოსელის” ყიდვაზე წინასწარი თანხმობა მისცა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია “სილქნეტს” “ჯეოსელის” ყიდვასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობა მისცა. გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა დღეს, 13 მარტის სხდომაზე მიიღეს.

“ჯეოსელის” შესაძლო ყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია “სილქნეტმა” 26 იანვარს გაავრცელა. “სილქნეტის” ინფორმაციით, გარიგების შედეგად სრული სპექტრის სატელეკომინიკაციო კომპანია იქმნება. “ჯეოსელის” აქციონერები – “თელია” და “თურქსელი” – კომპანიის გაყიდვას ევრაზიის რეგიონის დატოვებით ხსნიან.

“სილქნეტმა” ფუნქციონირება 2010 წლიდან  რამდენიმე ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქტივების გაერთიანების შედეგად დაიწყო. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონის მომსახურებას. “სილქნეტის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ლექსო თოფურიას განცხადებით, კომპანიამ 2016 წელს Fitch B+ რეიტინგი მიიღო. მომდევნო წელს კი “თი ბი სი” ბანკის დახმარებით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი