ახალი ამბები

თბილისის მერია “სითი პარკთან” ხელშეკრულებას წყვეტს

13 მარტი, 2018 • 2137
თბილისის მერია “სითი პარკთან” ხელშეკრულებას წყვეტს

თბილისის მერია “სითი პარკთან” ხელშეკრულებას გააუქმებს. ამის შესახებ დღეს, 13 მარტს, კახა კალაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, ქალაქის მერიისთვის მიუღებელია არაკეთილსინდისიერი მიდგომა და უფლებამოსილების არასათანადო გამოყენება, რაშიც მერია აღნიშნულ კომპანიას ადანაშაულებს.

ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრრებულ ვალდებულებებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, “სითი პარკთან” გამოფრმებული ხელშეკრულება შევწყვიტოთ, ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. კონტრაქტის გაუქმების დღიდან პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე “სითი პარკის” ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს,” – განაცხადა კალაძემ.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, ხელშეკრულების გაწყვეტისთვის თბილისის მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის, ვინაიდან კანონმდებლობის მიხედვით, საჯარიმო თანხას რომელიმე მხარე იხდის იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება უსაფუძვლოდ წყდება, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ მომხდარა.  მისივე თქმით, მიუხედავად ხელშეკრულების გაწყვეტისა, მოქალაქეებს კომპანიის მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდა მაინც მოუწევთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი