ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჰერმანი: კვირიკაშვილის განცხადება რუსეთის მხრიდან გონივრულ ნაბიჯებს მოითხოვს

12 მარტი, 2018 • 2670
ჰერმანი: კვირიკაშვილის განცხადება რუსეთის მხრიდან გონივრულ ნაბიჯებს მოითხოვს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას რუსეთის ხელისუფლების მისამართით.

“კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადება, რომელიც რთულ მომენტში გაკეთდა, რუსეთის მხრიდან/რუსეთთან ერთად გონივრულ ნაბიჯებს მოითხოვს. ასევე, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მეტ ჩართულობას. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში შემდგომ კომპლექსურ დებატებს. ევროკავშირის არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკა გრძელდება“, – წერს ჰერმანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს. თავის მიმართვაში ის აცხადებს, რომ თბილისი აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

“მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად”, – აცხადებს პრემიერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი