მარსის კოლონიზაცია – მასკის შემდეგი მიზანი

ილონ მასკის თქმით, Space X 2019 წელს მარსზე გასაგზავნ რაკეტას გამოცდის, რაც იმას გულისხმობს, რომ ხომალდი სატესტო რეჟიმში ფრენასაც განახორციელებს.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ეტაპზემიმდინარეობს კოსმოსური ხომალდის მშენებლობა.  Big Falcon Rocket-ის (BFR) შესახებ გასულ წელს გახდა ცნობილი. ილონ მასკი ირწმუნება, რომ ხომალდი დედამიწაზე, ქალაქიდან ქალაქში მგზავრობის დროს მკვეთრად შეამცირებს. მაგალითად, ამ რაკეტით ნიუ იორკიდან შანხაიში ჩასვლას 30 წუთი დასჭირდება. Space X 2022 წელს მარსზე პირველი მისიის გაშვებას  BFR-ით გეგმავს. ილონ მასკს სურს, რომ  დროთა განმავლობაში ხომალდმა”წითელ პლანეტაზე” ადამიანებიც გადაიყვანოს. მასკის საბოლოო მიზანი, როგორც თვითონ ამბობს, პლანეტის კოლონიზაციაა.

CNN-ის მიხედვით, მილიარდერი მასკი აცხადებს, რომ მას მარსის მართვა არ სურს.

“ხალხი პირდაპირ მისცემს ხმას, როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტა,  მთავრობის სახით წარმომადგენლების გარეშე,”-აცხადებს ილონ მასკი. Tesla-ს დამფუძნებელს მიაჩნია, რომ ბევრი რეგულაცია საზიანოა და საზოგადოების განვითარებას ხელს უშლის. ილონ მასკი ამბობს, რომ მარსი უდიდესი საჩუქარი იქნება სამეწარმეო შესაძლებლობებისთვისაც.

2002 წელს ილონ მასკმა SpaceX დააფუძნა. კომპანიამ 2006 წელს პირველი რაკეტა Falcon 1 გამოუშვა.  მასკი დიდი ხნის განმავლობაში იყო დაინტერესებული ელექტრონული მანქანებით. 2003 წელს ტესლა მოტორსის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. მალე კომპანიამ შექმნა პირველი ელექტრონული მანქანა Roadster, რომელიც ერთი დატენვით 394 კმ-ს გადიოდა. გასულ წელს ტესლამ 35 ათას დოლარად ღირებული Model 3-ის ელექტრომანქანების წარმოება დაიწყო. ტესლა მოტორსმა საერთაშორისო ყურადღება 2008 წელს მიიპყრო, როცა მასობრივ პროდუქციაში გაუშვა პირველი ელექტრო-სპორტული ავტომობილი. ელექტროავტომობილის გაყიდვებმა რეკორდულ რაოდენობას მიაღწია 2015-2016 წლებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.